რობერტ ფიცოს ჯანმრთელობის მდგომარეობა უმჯობესდება
რობერტ ფიცოს ჯანმრთელობის მდგომარეობა უმჯობესდება

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს ჯანმრთელობის მდგომარეობა უმჯობესდება. შესაბამისი განცხადება მთავრობის პრესცენტრში გაკეთდა.

ბოლო გამოკვლევების შემდეგ სამედიცინო კომისიამ დაადასტურა, რომ ფიცოს მდგომარეობა „თანდათან უმჯობესდება“, თუმცა დამატებით დეტალებზე მედიასთან არ ისაუბრეს. პრემიერ-მინისტრი კვლავ ბანსკა-ბიტრიცას სამედიცინო დაწესებულებაში რჩება.

შეგახსენებთ, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრზე თავდასხმა 15 მაისს განხორციელდა. რობერტ ფიცო ქალაქ ჰანდლოვაში მთავრობის შეხვედრას ატარებდა, დასრულების შემდეგ კი შეკრებილ მომხრეებთან მივიდა, რა დროსაც შეკრებილთაგან ერთ-ერთმა მას ესროლა. პრემიერზე თავდამსხმელი 71 წლის იურაი ცინტულაა, რომელიც პოლიციამ ადგილზევე დააკავა. დაკითხვაზე მან დაადასტურა, რომ ფიცოს თავს დაესხა და ამის მიზეზად განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები დაასახელა.