რობერტ ფიცო - სლოვაკეთი მხარს დაუჭერს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყებას, თუმცა კიევი არ არის მზად ამ პროცესისთვის
სლოვაკეთი მხარს დაუჭერს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყებას, თუმცა კიევი არ არის მზად ამ პროცესის დასაწყებად, – ამის შესახებ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ განაცხადა.
სლოვაკეთის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, ევროკავშირი პოლიტიკურ გადაწყვეტილებას მიიღებს, რომელსაც რეალობასთან საერთო არაფერი აქვს.
რობერტ ფიცომ ასევე უარყო უკრაინის შესაძლო წევრობა ნატო-ში და მეზობელ ქვეყანას მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე კორუმპირებული სახელმწიფო უწოდა.
პარალელურად, სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იურაჯ ბლანარმა აღნიშნა, რომ სლოვაკეთი მხარს უჭერს მოლაპარაკების დაწყებას, თუმცა უკრაინას ჯერ კიდევ წინ აქვს გრძელი და ეკლიანი გზა, რათა ყველა საჭირო ღონისძიება არა მხოლოდ მიღებული, არამედ განხორციელებული და დაცული იყოს.