რობერტ ფიცო - კიევში აბსოლუტურად ნორმალური ცხოვრებაა, იქ ომი არ არის, რატომ უნდა წავიდე კიევში, როცა შემიძლია, დენის შმიგალს უჟგოროდში შევხვდე, მე ვერ ვხედავ განსხვავებას
რობერტ ფიცო - კიევში აბსოლუტურად ნორმალური ცხოვრებაა, იქ ომი არ არის, რატომ უნდა წავიდე კიევში, როცა შემიძლია, დენის შმიგალს უჟგოროდში შევხვდე, მე ვერ ვხედავ განსხვავებას

უკრაინის დედაქალაქში ცხოვრება „აბსოლუტურად ნორმალურია“ და იქ ომი არ არის, – ამის შესახებ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ განაცხადა.

როგორც „როიტერი“ წერს, რობერტ ფიცო ხვალ უკრაინის პრემიერ-მინისტრს, დენის შმიგალს უჟგოროდში შეხვდება.

ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ აპირებს უკრაინის პრემიერ-მინისტრთან, დენის შმიგალთან შეხვედრას უჟგოროდში და არა კიევში, რადგან ომის შედეგების დანახვას ის კიევში უკეთ შეძლებდა, ფიცომ განაცხადა, რომ განსხვავებას ვერ ხედავს.

„არსებობს კონფლიქტი, რომელიც ლოკალიზებულია. სერიოზულად ფიქრობთ, რომ კიევში ომია? თქვენ ალბათ ხუმრობთ, იმედია, არასერიოზულად ამბობთ. წადით იქ და გაიგებთ, რომ ქალაქში ნორმალური ცხოვრებაა, აბსოლუტურად ნორმალური ცხოვრება. რატომ უნდა წავიდე კიევში, როცა შემიძლია, პრემიერ-მინისტრს უჟგოროდში შევხვდე? მე ვერ ვხედავ განსხვავებას“, – აღნიშნა ფიცომ.