რობერტ ფიცო აცხადებს, რომ უკრაინაში ომი, სავარაუდოდ, მალე დასრულდება
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო აცხადებს, რომ უკრაინაში ომი, სავარაუდოდ, მალე დასრულდება.
სლოვაკეთის რესპუბლიკის ევროპულ საქმეთა ეროვნული საბჭოს კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას რობერტ ფიცომ იმედი გამოთქვა, რომ 17 ოქტომბერს დაგეგმილ ევროკავშირის საბჭოზე, შესაძლოა, იყო ერთგვარი მინიშნება, რადგან „უცებ გაჩნდა უკრაინის ნატო-ში მიწვევის თემა“.
სლოვაკეთის მთავრობის ხელმძღვანელის შეფასებით, არ ფიქრობს, რომ ნატო-ში უკრაინის მიწვევა „საფასურის გარეშე“ იქნება. რობერტ ფიცოს თქმით, რუსები არ დატოვებდნენ ყირიმს და სხვა ტერიტორიებს, როგორებიცაა დონეცკი ან ლუგანსკი, რადგან სულ უფრო მეტ ტერიტორიას იკავებენ.
ფიცომ აღნიშნა, რომ სლოვაკეთი მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას. მისივე განმარტებით, მხარს დაუჭერს ნებისმიერ სამშვიდობო გეგმას, რომელიც მიზნად ისახავს უკრაინაში კონფლიქტის მოგვარებას.