რობერტ ფიცო აცხადებს, რომ მასზე თავდასხმა ოქტომბრის დასაწყისშიც სცადეს
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო ამბობს, რომ მასზე თავდასხმა მეორედაც სცადეს.
ამის შესახებ ფიცომ ადგილობრივ გამოცემასთან, Standard-თან ინტერვიუში განაცხადა.
რობერტ ფიცოს განმარტებით, შემთხვევა ოქტომბრის დასაწყისში ქალაქ დუკლაში მოხდა, სადაც ის ერთ-ერთ ღონისძიებაზე დასასწრებად იმყოფებოდა. მისივე თქმით, ღონისძიებაზე ასევე იმყოფებოდნენ სლოვაკეთის პრეზიდენტი პეტერ პელეგრინი, მთავრობის წევრები და პარლამენტს დეპუტატები.
რობერტ ფიცომ აღნიშნა: „დუკლაში დააკავეს მტრულად განწყობილი ადამიანი, რომელსაც ვძულვარ უკრაინის მიმართ ჩემი პოზიციის გამო“.
სლოვაკეთის პერემიერი ამბობს, რომ დაკავებულს ჰქონდა იარაღი, რომელიც უსაფრთხოების დეტექტორით აღმოაჩინეს.
შეგახსენებთ, მაისში ქალაქ განდლოვაში რობერტ ფიცოზე თავდასხმა განხორციელდა. პრემიერ-მინისტრს ოთხჯერ ესროლეს. პოლიციამ თავდამსხმელი, 71 წლის იურაი ცინტულა ადგილზე დააკავა. აღნიშნულ თავდასხმაზე საუბრისას, ფიცომ თქვა, რომ მას ძალიან გაუმართლა. ფიცომ თავდამსხმელს, იურაი ცინტულას უწოდა „გარკვეული პოლიტიკური პარტიის პოლიტიკური აქტივისტი“, რომელიც, პრემიერის თქმით, გარკვეულ დემონსტრაციებს ესწრებოდა და ძალიან აქტიური იყო.