რობერტ ფარლე - საქართველოში ჩვენ ახლა ვხედავთ მოვლენების ისეთ განვითარებას, როგორიც უკრაინაში ვნახეთ, ამერიკელებმა მოაწყეს გადატრიალება და საბოლოოდ, ამას ომი მოჰყვა
საქართველოში ჩვენ ახლა ვხედავთ მოვლენების ისეთ განვითარებას, როგორიც უკრაინაში ვნახეთ და ეს განვითარება საშიშია, – ამის შესახებ ბუნდესტაგის დეპუტატმა, რობერტ ფარლემ ბუნდესტაგის სხდომაზე საქართველოს საკითხის განხილვისას განაცხადა.
მისივე თქმით, ყოველთვის ასე იწყება, როდესაც ევროკავშირი ქვეყანას განვითარებისთვის ბევრ ფულს სთავაზობს, აძლევს დიდ დაპირებებს და დემოკრატიაზე საუბრობს.
„ეს დღეს უკვე რამდენჯერმე შევნიშნე მიხაელ როთისა და სხვების მხრიდან, მაგრამ დღეს არავინ საუბრობს, რომ აქ, ჩვენ გარშემო, ევროკავშირში ბევრი რამ ყარს, კორუმპირებული ხელმძღვანელობა მუშაობს და შემდეგ საკუთარ ეროვნულ დამოუკიდებლობას სრულად კარგავ. ეს საქართველოში უნდა გაიაზრონ. ამით დაიწყო უკრაინაშიც, შემდეგ ამერიკელებმა გადატრიალება მოაწყეს, საბოლოოდ კი ამას ომი მოჰყვა.
მინდა, ყველა ქართველი სიმშვიდით, თავისუფლებითა და კეთილდღეობით ცხოვრობდეს. ამ კეთილდღეობას, მშვიდობასა და თავისუფლებას კარგი ურთიერთობა სჭირდება რუსეთთანაც, როგორც ეს გერმანიის შემთხვევაშია. ქართველებს შეუძლიათ, ნახონ, როგორ უარესდება გერმანიის მაჩვენებლები მაშინ, როცა რუსეთში ეკონომიკა 4,5 პროცენტით ან 4 პროცენტით იზრდება. ამით ქართველებსაც შეუძლიათ, ისარგებლონ, როგორც ხიდმა აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის, რომელიც ნეიტრალურია და ნეიტრალური უნდა დარჩეს“, – განაცხადა რობერტ ფარლემ.