რიყის დოქები, რომელიც სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ გასაყიდად რამდენჯერმე გაიტანა, მეშვიდე მცდელობაზე 10 020 000 ლარად გაიყიდა.
თავდაპირველად, აღნიშნული უძრავი ქონება 2020 წლის 5 თებერვალს აუქციონზე 95 მლნ ლარად იყო გატანილი, ხოლო ყოველ მომდევნო აუქციონზე, მისი ფასი მცირდებოდა. საბოლოო ჯამში კი 10 მლნ ლარამდე შემცირდა.
ობიექტის მფლობელი კომპანია „გლობალ ვიქტორი თრასთი“ გახდა. რიყის დოქები 14 591.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობას მოიცავს.
ინვესტორი ვალდებულია, სამი წლის განმავლობაში 20 მლნ ლარის ინვესტიცია განახორციელოს და ღვინის, ციფრული ხელოვნების, ტექნოლოგიების მუზეუმების და საგამოფენო სივრცეები შექმნას. ინვესტორს ობიექტისთვის პროფილის 10 წლის განმავლობაში შენარჩუნება მოუწევს.