რიყე-ნარიყალას საბაგირო გზა რეგლამენტით გათვალისწინებული ტექნიკური სამუშაოების გამო, მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურება.
თბილისის მერიის ცნობით, შეზღუდვა 8 ივლისს, 10:00-დან 12:00 საათამდე იმოქმედებს.
„სამუშაოების დასრულების შემდეგ, საბაგირო გზა მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაახლებს.
თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით დისკომფორტისთვის!“ – აცხადებენ თბილისის მერიაში.