„რივერ პლეიტმა“ მეკარის გარეშე მოიგო ლიბერტადორესის თასის მატჩი #1TVSPORT
„რივერ პლეიტმა“ მეკარის გარეშე მოიგო ლიბერტადორესის თასის მატჩი #1TVSPORT

ლიბერტადორესის თასის ჯგუფური ეტაპის მეხუთე ტურში „რივერ პლეიტმა“ 2:1 დაამარცხა „სანტა ფე“. გამარჯვებულთა რიგებში გოლები გაიტანეს ფაბრისიო ანხილერიმ და ხულიან ალვარესმა.

მატჩამდე ერთი დღით ადრე, „რივერ პლეიტის“ პრესსამსახურმა გამოაცხადა, რომ გუნდის 25 ფეხბურთელი, მათ შორის, ოთხივე მეკარე კორონავირუსით დაინფიცირდა. არგენტინელებმა მიმართეს სამხრეთ ამერიკის საფეხბურთო ასოციაციას ახალგაზრდული გუნდიდან ორი მეკარის დამატების თხოვნით, მაგრამ უარი მიიღეს.

საბოლოოდ, „რივერ პლეიტის“ განაცხადში „სანტა ფეს“ წინააღმდეგ მხოლოდ 11 ფეხბურთელი იყო, კარში კი ნახევარმცველი ენცო პერესი ჩადგა.

მიუხედავად ამისა, არგენტინულმა გუნდმა შეძლო მიგება და D ჯგუფში ცხრა ქულით პირველ ადგილზეა.