სამხრეთ ამერიკის რანგით პირველ საკლუბო ტურნირზე ორივე ფინალისტი ცნობილია. გადამწყვეტ შეხვედრაში ერთმანეთს ბრაზილიური კლუბები – „ატლეტიკო მინეირო“ და „ბოტაფოგო“ შეხვდებიან. ფინალი 1 დეკემბერს გაიმართება.
„ატლეტიკო მინეირომ“ პირველ ნახევარფინალში 3:0 გაანადგურა არგენტინული „ბოკა ხუნიორსი“ და განმეორებით მატჩში სტუმრად (0:0) შეინარჩუნა უპირატესობა.
რაც შეეხება „ბოტაფოგოს“, მან ორი მატჩის ჯამში 6:3 დაამარცხა ურუგვაის „პენიაროლი“. ნახევარფინალური ეტაპის პირველ მატჩში ბრაზილიელებმა შინ 5:0 მოიგეს, განმეორებითში კი 1:3 დამარცხდნენ.