„ფლამენგომ“ ისტორიაში მესამედ მოიგო ლიბერტადორესის თასი [ვიდეო] #1TVSPORT
„ფლამენგომ“ ისტორიაში მესამედ მოიგო ლიბერტადორესის თასი [ვიდეო] #1TVSPORT

სამხრეთ ამერიკაში გამოვლინდა კონტინენტის მთავარი საკლუბო ტურნირის – კოპა ლიბერტადორესის გამარჯვებული. ეკვადორში, „მონუმენტალის“ სტადიონზე გამართულ ფინალში ბრაზილიური გუნდები – „ფლამენგო“ და „ატლეტიკო პარანაენსე“ შეხვდნენ ერთმანეთს. „ფლამენგომ“ მინიმალური უპირატესობით – 1:0 მოიგო და არსებობის ისტორიაში მესამედ მოიგო ლიბერტადორესის თასი.

ერთადერთი გოლი მსაჯის მიერ პირველ ტაიმში, კომპენსირებული დროის მეოთხე წუთზე გაბრიელ ბარბოზამ გაიტანა ევერტონ რობეიროს გადაცემის შემდეგ. გოლამდე რამდენიმე წუთით ადრე „ატლეტიკო პარანაენსეს“ ფეხბურთელი პედრო ენრიკე მეორე ყვითელი ბარათის მიღების შემდეგ მოედნიდან გააძევეს.

„ფლამენგო“ 1981 და 2019 წლებში ნაჩვენები შედეგი გაიმეორა. „ატლეტიკომ“ მეორედ ითამაშა ფინალში და მეორედ დამარცხდა – 2005 წელს მან ორრაუნდიანი დაპირისპირება წააგო „სან პაულუსთან“.