რიში სუნაკი - უკრაინამ არაერთხელ გამოხატა მადლიერება დასავლეთისგან შეიარაღების გადაცემისთვის
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ უკრაინამ არაერთხელ გამოხატა მადლიერება დასავლეთისგან შეიარაღების გადაცემისთვის, – ამის შესახებ განცხადება რიში სუნაკმა ნატო-ს სამიტის ბოლოს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა, სადაც ჟურნალისტმა მას სთხოვა, კომენტარი გაეკეთებინა დიდ ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის გამონათქვამზე, რომელშიც ბელ უოლესმა უკრაინას ურჩია, დახმარებისთვის მეტი მადლიერება გამოხატოს.
„პრეზიდენტმა ზელენსკიმ არაერთხელ გამოხატა მადლიერება ჩემთან ბრიტანელი ხალხის მიმართ და სხვა მოკავშირეებისადმი. მან ეს ძალიან ემოციურად გააკეთა პარლამენტშიც, როდესაც შარშან იმყოფებოდა დიდი ბრიტანეთში. ვფიქრობ, ყველა ხედავს, თუ რას გრძნობს ის“, – განაცხადა სუნაკმა.
ცნობისთვის, ნატო-ს სამიტზე დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ უკრაინელებისგან მიიღო იმ იარაღის ნუსხა, რომელიც კიევს სჭირდება, რაზეც უპასუხა, რომ „ის არ არის „ამაზონის“ ონლაინმაღაზია“. ამასთან, დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ ურჩია უკრაინას, უფრო მეტად გამოხატონ მადლიერება მათთვის გაწეული დახმარებისთვის.