რიში სუნაკი - თურქეთის გადაწყვეტილება არის ისტორიული მომენტი ნატო-სთვის, რომელიც ყველას უფრო უსაფრთხოს გვხდის, მოუთმენლად ველით შვედეთის ალიანსში გაწევრიანებას
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი თურქეთის გადაწყვეტილებას, შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების შესახებ, „ისტორიულ მომენტს“ უწოდებს.
„ეს არის ისტორიული მომენტი ნატო-სთვის, რომელიც ყველას უფრო უსაფრთხოს გვხდის.
მოუთმენლად ველით შვედეთის ალიანსში გაწევრიანებას“,- წერს სუნაკი „ტვიტერში“.
ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ვილნიუსში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი თანახმაა, მხარი დაუჭიროს შვედეთის ნატო-ში გაწევრიანებას.