რიში სუნაკი - რუსეთმა უნდა იცოდეს, რომ ჩვენ არსად წავალთ, ჩვენ ურყევი ვართ უკრაინის მხარდაჭერაში, არა მხოლოდ აქ და ახლა, არამედ გრძელვადიან პერსპექტივაშიც
რიში სუნაკი - რუსეთმა უნდა იცოდეს, რომ ჩვენ არსად წავალთ, ჩვენ ურყევი ვართ უკრაინის მხარდაჭერაში, არა მხოლოდ აქ და ახლა, არამედ გრძელვადიან პერსპექტივაშიც

ჩვენ არსად წავალთ, – ამ სიტყვებით მიმართა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, რიში სუნაკმა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს. რიში სუნაკმა იაპონიის ქალაქ ჰიროსიმაში მიმდინარე „დიდი შვიდეულის“ სამიტის მსვლელობისას განაცხადა, რომ დასავლელი მოკავშირეები ურყევი არიან თავიანთ გადაწყვეტილებაში და მხარს დაუჭერენ უკრაინას მომავალშიც.

„რუსეთმა უნდა იცოდეს, რომ ჩვენ და სხვა ქვეყნები ურყევი ვართ უკრაინის მხარდაჭერაში. არა მხოლოდ აქ და ახლა, არამედ გრძელვადიან პერსპექტივაშიც. უზრუნველვყოფთ უკრაინას იმ რესურსებით, რაც დასჭირდება“, – განაცხადა სუნაკმა.

მანამდე, გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა მოუწოდა პარტნიორ ქვეყნებს,  გააგრძელონ უკრაინისთვის იარაღის მიწოდება, რათა ქვეყანამ სახელმწიფოებრიობა შეინარჩუნოს.