რიში სუნაკი - მკაცრად ვგმობ ირანის რეჟიმის დაუფიქრებელ თავდასხმას ისრაელის წინააღმდეგ
მკაცრად ვგმობ ირანის რეჟიმის დაუფიქრებელ თავდასხმას ისრაელის წინააღმდეგ, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, რიში სუნაკის განცხადებაშია ნათქვამი.
სუნაკის თქმით, დიდი ბრიტანეთი გააგრძელებს ისრაელისა და ბრიტანეთის რეგიონული პარტნიორების, მათ შორის იორდანიისა და ერაყის უსაფრთხოების დაცვას.
„ირანმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ აპირებს ქაოსის დათესვას საკუთარ ეზოში. დიდი ბრიტანეთი გააგრძელებს ისრაელისა და ჩვენი რეგიონული პარტნიორების, მათ შორის იორდანიისა და ერაყის უსაფრთხოების დაცვას. მოკავშირეებთან ერთად ვმუშაობთ სიტუაციის სტაბილიზაციისა და შემდგომი ესკალაციის თავიდან ასაცილებლად. არავის სურს მეტი სისხლისღვრის ხილვა“, – ნათქვამია სუნაკის განცხადებაში.