რიში სუნაკი - „ჰუსიტებს“ მოვუწოდებთ, შეწყვიტონ თავდასხმები, დიდი ბრიტანეთი ყოველთვის დაუჭერს მხარს ნაოსნობის თავისუფლებასა და ვაჭრობის თავისუფალ ნაკადს
გაერთიანებული სამეფო ყოველთვის დაუჭერს მხარს ნაოსნობის თავისუფლებასა და ვაჭრობის თავისუფალ ნაკადს, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, რიში სუნაკმა იემენში, „ჰუსიტების“ ობიექტებზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ განაცხადა.
სუნაკი განმარტავს, რომ აღნიშნული თავდასხმა არის თავდაცვისთვის აუცილებელი და პროპორციული ქმედება.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა „ჰუსიტები“ წითელ ზღვაში კომერციული გემების წინააღმდეგ შეტევებში დაადანაშაულა, რამაც, სუნაკის თქმით, სასიცოცხლო სავაჭრო მარშრუტის მნიშვნელოვანი შეფერხება და საქონლის ფასების ზრდა გამოიწვია.
„ჰუსიტებს“ მოვუწოდებთ, შეწყვიტონ თავდასხმები და მიიღონ ზომები დეესკალაციისთვის“, – აღნიშნა რიში სუნაკმა.
აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის ძალებმა იემენში, „ჰუსიტების“ ობიექტებზე თავდასხმები განახორციელეს.