რიში სუნაკი - აზერბაიჯანს ახლა აქვს ისტორიული შესაძლებლობა, დაასრულოს ხანგრძლივი კონფლიქტი სომხეთთან
ჩვენ გვჯერა, რომ აზერბაიჯანი და სომხეთი მიაღწევენ მშვიდობას კლიმატური ცვლილებების ბაქოს სამიტამდე, – ამის შესახებ აღნიშნულია ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, რიში სუნაკის მიმართვაში, რომელიც მან ბაქოს მე-11 გლობალური ფორუმის მონაწილეებს გაუგზავნა.
„დიდი ბრიტანეთი მხარს უჭერს ახალ სატრანსპორტო კავშირებს კასპიის ზღვის გასწვრივ. აზერბაიჯანს ახლა აქვს ისტორიული შესაძლებლობა, დაასრულოს ხანგრძლივი კონფლიქტი სომხეთთან. კიდევ უფრო მნიშვნელოვანი განვითარება იქნება სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის მიღწევა COP29-მდე. ჩვენ ვაგრძელებთ აზერბაიჯანის მხარდაჭერას COP29-სთან დაკავშირებით. გვჯერა, COP29-მდე აზერბაიჯანი და სომხეთი მშვიდობას მიაღწევენ“, – აღნიშნულია მიმართვაში.
გაერო-ს კლიმატური ცვლილებების სამიტს ბაქო მიმდინარე წლის ნოემბერში უმასპინძლებს.