რიში სუნაკი - დასავლეთის მხრიდან უკრაინის მხარდაჭერა წლების განმავლობაში გაგრძელდება
რიში სუნაკი - დასავლეთის მხრიდან უკრაინის მხარდაჭერა წლების განმავლობაში გაგრძელდება

დასავლეთის მხრიდან უკრაინის მხარდაჭერა წლები გაგრძელდება, – ამის შესახებ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, რიში სუნაკმა ლონდონში გამართულ თავდაცვით კონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთის სტრატეგია, რომელიც ელოდება, დასავლეთი როდის დაიღლება, მობეზრდება და აღარ დაეხმარება უკრაინას, არ იმუშავებს.

„ჩვენ ახლა მოკავშირეებთან ერთად ვსაუბრობთ იმაზე, უსაფრთხოების რა გრძელვადიანი, მრავალმხრივი და ორმხრივი შეთანხმებები შეგვიძლია, გავაფორმოთ უკრაინასთან“, – განაცხადა სუნაკმა.

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ დასავლეთის გრძელვადიანი მხარდაჭერის დაპირება მიმართულია იმისკენ, რომ უკრაინას მისცეს რწმენა საკუთარი თავის დაცვის შესაძლებლობაში და შეაჩეროს რუსეთის მიერ ომის გაგრძელება.

სუნაკმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთისთვის მოქმედების სწორი და ერთადერთი გზა არის უკრაინის ჯარების გაყვანა და მის მიერ გაჩაღებული ომის შეჩერება. ბრიტანეთის ლიდერმა ასევე თქვა, რომ უკრაინის კონტრშეტევას აქვს „წარმატების ყველა შანსი“. როგორც სუნაკმა აღნიშნა, ყველას უნდა ახსოვდეს, რომ ის, რასაც უკრაინა აკეთებდა გასული წლის განმავლობაში, არის წარმატებული კონტრშეტევა.