რიში სუნაკი აცხადებს, რომ კვირაში ერთხელ 36 საათით შიმშილობს და დანარჩენ დღეებში ტკბილეულის მიღება თამამად შეუძლია
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი კვირაში ერთხელ 36 საათით შიმშილობს. ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ამის შესახებ „ბიბისის“ განუცხადა.
სუნაკი ამბობს, რომ ეს მისთვის მნიშვნელოვანი დისციპლინაა.
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, კვირას, 17:00 საათიდან სამშაბათს, დილის 05:00 საათამდე არაფერს ჭამს.
„ეს ნიშნავს, რომ კვირის განმავლობაში, დანარჩენ დღეებში ტკბილეულის მიღება თამამად შემიძლია“, – ამბობს სუნაკი.
შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა აღიარა, რომ ის კოკა-კოლაზე იყო დამოკიდებული და აღნიშნა, რომ ყველაზე მეტად მექსიკური კოკა-კოლა მოსწონს, რადგან ის ლერწმის შაქრით მზადდება.
ამასთან, როგორც „ბიბისი“ აღნიშნავს, რიში სუნაკი ვარჯიშის მოყვარულია. ცნობილია, რომ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ყოველ დილით ველოსიპედით სეირნობს.