რიში სუნაკი აცხადებს, რომ ბრიტანეთის სადაზვერვო სამსახურები ღაზის საავადმყოფოზე განხორციელებულ დარტყმასთან დაკავშირებით ფაქტებს დამოუკიდებლად დაადგენენ
ბრიტანეთის სადაზვერვო სამსახურები ღაზის საავადმყოფოზე განხორციელებულ დარტყმასთან დაკავშირებით ფაქტებს დამოუკიდებლად დაადგენენ.
ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, რიში სუნაკმა განაცხადა.
„ჩვენ არ უნდა გამოვიტანოთ ნაჩქარევი დასკვნები, ვიდრე ყველა ფაქტი არ გვექნება ამ საშინელ ვითარებასთან დაკავშირებით. ამ დილით მე შევხვდი ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველს, ასევე სადაზვერვო კომიტეტის თავმჯდომარეს. მე შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენი სადაზვერვო სამსახურები სწრაფად აანალიზებენ მტკიცებულებებს, რათა დამოუკიდებლად დაადგინონ ფაქტები“, – განაცხადა სუნაკმა ბრიტანეთის პარლამენტში გამოსვლისას.