რიონის ადიდების შედეგად სოფელ ჟონეთთან საგზაო მონაკვეთი დაიტბორა
რიონის ადიდების შედეგად სოფელ ჟონეთთან საგზაო მონაკვეთი დაიტბორა

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ17 მონაკვეთზე (სოფელი ჟონეთი) უხვი ნალექის შედეგად სავალ ნაწილზე გადმოვიდა მდინარე რიონი. ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

უწყების ცნობით, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.