რიო დე ჟანეიროში ქრისტეს ქანდაკება საქართველოს დროშის ფერებში განათდა
რიო დე ჟანეიროში ქრისტეს ქანდაკება საქართველოს დროშის ფერებში განათდა

საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნად, რიო დე ჟანეიროში, ​კორკოვადოს მთაზე მდებარე ქრისტეს ქანდაკება საქართველოს დროშის ფერებში განათდა. ინფორმაციას ბრაზილიაში საქართველოს საელჩო ავრცელებს.

„ქრისტეს ქანდაკება რიოსა და მთლიანად ბრაზილიის ერთგვარ სავიზიტო ბარათს წარმოადგენს, რომელიც მსოფლიოს შვიდ ახალ საოცრებათა შორის ერთ-ერთია. გამომდინარე აქედან, მონუმენტი მთელი მსოფლიოს მასშტაბით ერთდროულად მილიონობით ადამიანის ხედვის არეალშია და შესაბამისად, ქანდაკების განათება საქართველოს დროშის ფერებში ჩვენი ქვეყნის ცნობადობას მნიშვნელოვნად გაზრდის“, – აღნიშნულია საქართველოს საელჩოს ინფორმაციაში.