რიო დე ჟანეიროში პოლიციის რეიდის დროს სულ მცირე შვიდი ადამიანი მოკლეს
რიო დე ჟანეიროში პოლიციის რეიდის დროს სულ მცირე შვიდი ადამიანი მოკლეს

რიო დე ჟანეიროში პოლიციის რეიდის დროს სულ მცირე შვიდი ადამიანი მოკლეს. დაჭრილია რამდნიმე მოქალაქე.

რიოს გარეუბნებში – ე.წ. ფაველებში ნარკორეალიზატორების წინააღმდეგ სპეცოპერაციები თებერვლიდან დაიწყო. რეიდებში მონაწილეობენ სამხედროებიც. ბრაზილიელი ჯარისკაცებს ხშირად ადანაშაულებენ ძალის გადამეტებაში, რასაც უდანაშაულო ადამიანები ეწირებიან.

მიუხედავად ამისა, ხელისუფლება აცხადებს, რომ ფაველებში სიტუაციას სრულად აკონტროლებს და ნარკომოვაჭრეების წინააღმდეგ ბრძოლა გაგრძელდება.