რიო-დე-ჟანეიროს მერი კორუფციულ სქემაში მონაწილეობის ბრალდებით დააკავეს
რიო-დე-ჟანეიროს მერი მარსელო კრიველა კორუფციულ სქემაში მონაწილეობის ბრალდებით დააკავეს.
შესაბამის ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ბრაზილიის პოლიციასა და პროკურატურაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მარსელო კრიველა რიო-დე-ჟანეიროში მდებარე საკუთარ სახლში დააკავეს. ის დანაშაულს უარყოფს და აცხადებს, რომ პოლიტიკური დევნის სამიზნე გახდა.
„მე უდანაშაულო ვარ და არ ვიცი, რა ხდება. ეს პოლიტიკური დევნაა“, – განუცხადა ქალქის მერმა მედიას დაკავების შემდეგ.