რიო-დე-ჟანეიროს კოპაკაბანას სანაპიროზე მანქანა ხალხში შევარდა, დაღუპულია რვა თვის ბავშვი
რიო-დე-ჟანეიროს კოპაკაბანას სანაპიროზე მანქანა ხალხში შევარდა. დაიღუპა ერთი ბავშვი, სულ მცირე 15 ადამიანმა კი სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები მიიღო. გარდაცვლილი რვა თვის გოგონაა.
თავდაპირველად პოლიცია ტერაქტის ვერსიას განიხილავდა. თუმცა, როგორც ადგილობრივი მედია წერს, მძღოლმა სამართალდამცველებს განუცხადა, რომ მას ეპილეფსიის შეტევა დაემართა.
აღნიშნულს ადასტურებს ისიც, რომ მანქანაში პოლიციამ მედიკამენტები აღმოაჩინა.