თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის რიკოთის მონაკვეთზე გაწმენდითი სამუშაოები დილიდან მიმდინარეობს. ადგილზე მუშაობს მძიმე ტექნიკა.
რიკოთზე პრობლემები ძლიერი წვიმის შედეგად შეიქმნა. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ძლიერი წვიმის შედეგად რამდენიმე ადგილზე მიწის შვავი ჩამოვიდა.
ამ დროისთვის რიკოთზე საავტომობილო მოძრაობა შეფერხებულია.
„მიმდინარეობს აქტიური გაწმენდითი სამუშაოები, რათა უმოკლეს ვადებში სრულად აღდგეს საავტომობილო მოძრაობა“, – აცხადებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.