რიკოთის უღელტეხილზე სატვირთო ავტომანქანებისთვის შეზღუდვა მოხსნილია
რიკოთის უღელტეხილზე სატვირთო ავტომანქანებისთვის შეზღუდვა მოხსნილია

19-საათიანი შეზღუდვა რიკოთის უღელტეხილზე სატვირთო ავტომანქანებისთვის მოხსნილია. ამის შესახებ პირველ არხს საგზაო დეპარტამენტის კონტრაქტორი კომპანიის ტექნიკურმა ზედამხედველმა, მიხეილ დოფიძემ განუცხადა.

გადაადგილების შესაძლებლობა მძღოლებს მას შემდეგ მიეცათ, რაც ნალექმა იკლო და გზის გაწმენდა შესაძლებელი გახდა.

ტრაილერის მძღოლები მოსაცდელ ადგილებს ეტაპობრივად ტოვებენ.

რიკოთზე ძლიერი თოვა გუშინ საღამოს დაიწყო, რამაც უღელტეხილზე ტრანსპორტის გადაადგილების კუთხით პრობლემები შექმნა.