რიკარდო ლამასმა კარიერა დაასრულა
რიკარდო ლამასმა კარიერა დაასრულა

აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის (UFC) სატიტულე ბრძოლის მონაწილემ, რიკარდო ლამასმა კარიერა დაასრულა. 38 წლის ვეტერანმა ამის შესახებ განცხადება MMA Junkie Radio-ს ეთერში გააკეთა.

ლამასს შერეულ ორთაბრძოლებში სულ 28 ბრძოლა აქვს გამართული და აქედან 20 მისი გამარჯვებით დასრულდა. UFC-ში კი მისი სტატისტიკა ასე გამოიყურება – 11 მოგება, 6 მარცხი. მას კარიერის განმავლობაში დამარცხებული ჰყავს ჩარლზ ოლივეირა, დიეგო სანჩესი და კაბ სვონსონი.

საინტერესოა, რომ ბოლო ბრძოლა ლამასმა დაახლოებით ორი კვირის წინ ლას ვეგასში გამართა და ბილ ალჯეო მსაჯთა საერთო გადაწყვეტილებით დაამარცხა.

2014 წლის თებერვალში რიკარდო ლამასმა სატიტულე ბრძოლა ჟოზე ალდოს წინააღმდეგ გამართა და მსაჯთა გადაწყვეტილებით დამარცხდა.