რიკ პერი - აშშ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გამკაცრებას განაგრძობს
აშშ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გამკაცრებას განაგრძობს, – ეს განცხადება პოლონეთში ვიზიტად მყოფმა აშშ-ის ენერგეტიკის მინისტრმა, რიკ პერიმ, პოლონეთისა და უკრაინის პრეზიდენტებთან შეხვედრისას გააკეთა.
მისი თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთზე სანქციების გზით ზეწოლას გააგრძელებს, რადგან რუსეთი ყირიმის ანექსიას აგრძელებს.
პერიმ ასევე ხაზი გაუსვა, რომ აშშ ყირიმს უკრაინის განუყოფელ ნაწილად მიიჩნევს.