რიკ დემსი - პრესას შეუძლია, ჰქონდეს მოსაზრება, მაგრამ ცხადი უნდა იყოს, რომ ეს არ არის დაკავშირებული მხოლოდ ფაქტებთან
ვინმეს თუ აქვს აღქმა, რომ ხელისუფლება მიდის მედიის თავისუფლების წინააღმდეგ, ამის წინააღმდეგი ვიქნები. სიტყვის და პრესის თავისუფლება მნიშვნელოვანია, – ამის შესახებ საქართველოში ვიზიტით მყოფმა, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, რიკ დემსმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, 5 ივლისს განვითარებულ მოვლენებს საქართველოში დაგეგმილ შეხვედრებზე განიხილავს.
„5 ივლისს მომხდარ მოვლენებს დღეს და ხვალ განვიხილავ შეხვედრებზე. ვინმეს თუ აქვს აღქმა, რომ ხელისუფლება მიდის ჟურნალიზმის თავისუფლების წინააღმდეგ, ამის წინააღმდეგი ვიქნები, რადგან ეს ნიშნავს რომ სიტყვის თავისუფლება და პრესის თავისუფლება მნიშვნელოვანია.
რა თქმა უნდა, არის განსხვავება, მაგრამ ამ წუთას არ ვსაუბრობ, როგორც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, ეს ჩემი პირადი გამოცდილებაა. არის განსხვავება საკუთარ მოსაზრებასა და იმის დაკავშირებაში, რაც ხდება. პრესას შეუძლია, ჰქონდეს მოსაზრება, მაგრამ ცხადი უნდა იყოს, რომ ეს არის მოსაზრება და არ არის დაკავშირებული მხოლოდ ფაქტებთან. ჩვენც ვართ ამაში ჩართული. როდესაც ვყიდულობთ გაზეთს, იქ არის მონაკვეთები, სადაც ჟურნალისტები საკუთარ მოსაზრებას წერენ; ამაში ცუდი რა არის?! თუ ეს შორს წავა და შესაძლოა, შექმნას გარკვეული დაძაბულობა, ეს ჩვეულებრივია იქამდე, ვიდრე ცხადია, რომ ეს მოსაზრებაა, თუ მოქალაქეებისთვის უბრალოდ ფაქტების მიწოდება“, – განაცხადა რიკ დემსმა.