რიგგარეშე სხდომები პარლამენტში მომავალ კვირაშიც გაიმართება, – ამის შესახებ დღევანდელი რიგგარეშე სხდომის დასასრულს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ განაცხადა.
მისი თქმით, რიგგარეშე სხდომები სავარაუდოდ 29 და 30 დეკემბერს გაიმართება.
„ჩვენ ორშაბათს გვექნება 15:00 საათზე ბიურო, ხოლო შემდეგ უკვე რიგგარეშე სხდომებსაც ჩავნიშნავთ მომავალ კვირას, სავარაუდოდ 29-30 რიცხვები“, – განაცხადა კახა კუჭავამ.