შუალედური არჩევნების გამო, მიმდინარე კვირაში მხოლოდ ერთი პლენარული სხდომა ჩატარდება
19 მაისს დანიშნული შუალედური არჩევნების გამო, მიმდინარე კვირაში საკანონმდებლო ორგანოში მხოლოდ ერთი პლენარული სხდომა ხვალ ჩატარდება, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა განუცხადა.
ვიცე-სპიკერის განმარტებით, მაისში არც მინისტრის საათის გამართვა იგეგმება, თუმცა რეგლამენტის მიხედვით, მინისტრებს საკანონმდებლო ორგანოში ინტერპელაციის წესით მისვლა მაინც მოუწევთ. ჩუგოშვილის თქმით, დეპუტატებს ინტერპელაციის წესით მინისტრის დაბარების უფლება სწორედ მაისის ბოლოს აქვთ.