Ria Global-ი აშშ-ში „უცხოეთის აგენტად“ დაარეგისტრირეს
Ria Global-ი აშშ-ში „უცხოეთის აგენტად“ დაარეგისტრირეს

Sputnik-ისთვის კონტენტის მწარმოებელი Ria Global-ი აშშ-ში “უცხოეთის აგენტად” დარეგისტრირდა. შესაბამისი მოთხოვნით აშშ-ის დარეგისტრირებულ კომპანიას იუსტიციის სამინისტრომ მიმართა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც Ria Global-მა აღიარა, რომ დაფინანსებას რუსული საერთაშორისო სააგენტო “რასია სევოდნიადან” იღებდა.
“უცხოეთის აგენტად” რეგისტრაციის შემდეგ Ria Globali-ი მუშაობას გააგრძელებს, თუმცა პირდაპირი ეთერში მაუწყებლობისას “უცხოეთის აგენტის” სტატუსის აღმნიშვნელი წარწერის განთავსების ვალდებულება დაეკისრება.
მანამდე, აშშ-ში “უცხოეთის აგენტად” Russia Today America დარეგისტრირდა.