რევაზ ჯორბენაძე - დღევანდელი მოთხოვნებიდან გამომდინარე, ვფიქრობ, აუცილებელია საერთაშორისო სტანდარტების მქონე ჰოსპიტლის არსებობა
რევაზ ჯორბენაძე - დღევანდელი მოთხოვნებიდან გამომდინარე, ვფიქრობ, აუცილებელია საერთაშორისო სტანდარტების მქონე ჰოსპიტლის არსებობა

ჯანდაცვის სამინისტრომ წარმოგვიდგინა საკმაოდ საინტერესო პრეზენტაცია, სამედიცინო სფეროში დღეს არსებული მოთხოვნებიდან გამომდინარე, ვფიქრობ, აუცილებელია საერთაშორისო სტანდარტების მქონე ჰოსპიტლის არსებობა, – განაცხადა „ჩაფიძის გულის ცენტრის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, რევაზ ჯორბენაძემ.

მისივე თქმით, როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, უზრუნველყოფილი იქნება რესპუბლიკური საავადმყოფოს სამედიცინო პერსონალის სახელფასო ანაზღაურება და დასაქმება.

„როგორც პრეზენტაციაში იყო ნათქვამი, მედპერსონალს კონტრაქტები გაუგრძელდება, შესაბამისად, მათი ანაზღაურება უზრუნველყოფილი იქნება, ვიდრე არ დამთავრდება კლინიკის რეაბილიტაცია თუ ახალი კლინიკის მშენებლობა/აღჭურვა. ასევე, მათ შესთავაზებენ ალტერნატიული დასაქმების ადგილებს. მე, როგორც ერთ-ერთი კერძო კლინიკის წარმომადგენელი და ხელმძღვანელი, მზად ვარ, დავასაქმო რამდენიმე სპეციალისტი, რადგან რესპუბლიკური საავადმყოფო ყოველთვის იყო და არის ძალიან გამოცდილი კადრებით დაკომპლექტებული. ვფიქრობ, სხვა კლინიკებიც იმავეს გააკეთებენ“, – განაცხადა რევაზ ჯორბენაძემ.

ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.