რევაზ ჯაველიძე - ევროკავშირთან პროექტები ეხება ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის განვითარებას რუმინეთთან, საბორნე მიმოსვლის საკითხებს, დაინტერესებული ვართ, ეს მარშრუტი რაც შეიძლება დატვირთული იყოს
ჩვენ გვაქვს პროექტები ევროკავშირთან, რომლებიც ეხება, მათ შორის, ციფრული ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის განვითარებას რუმინეთთან. ასევე, არის საბორნე მიმოსვლის საკითხები. რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა, ჩვენ დაინტერესებული ვართ, ეს მარშრუტი რაც შეიძლება დატვირთული იყოს, – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, რევაზ ჯაველიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, შესაბამისად, უნგრეთიც გამოხატავს ინტერესს, რომ ჩართული იყოს მსგავსი ტიპის პროექტებში.
„საუბარი იყო ასევე სავაჭრო ურთიერთობების განვითარებაზე. თავისთავად, ჩვენ ვართ დაინტერესებული, რომ ჩვენი კორიდორი იყოს დატვირთული და ვისაუბრეთ, რა არის გასაკეთებელი ამ კუთხით, ისევე როგორც უნგრულმა მხარემ წარმოადგინა თავისი წინადადებები, როგორ შეიძლება, განავითაროს სავაჭრო ურთიერთობები ჩვენი მიმართულებით. ერთ-ერთი, რაზეც იყო საუბარი, არის, რომ რაც შეიძლება ინტენსიური კომუნიკაცია იყოს ჩვენს ხალხებს შორის, მათ შორის, „ვიზეარის“ დამატებითი ბორტის დანიშვნასთან დაკავშირებით“, – აღნიშნა რევაზ ჯაველიძემ უნგრეთის დელეგაციასთან განხილულ საკითხებთან დაკავშირებით საუბრისას.