Reuters -საფრანგეთში შესაძლოა, საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადონ
Reuters -საფრანგეთში შესაძლოა, საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადონ

საფრანგეთში მასშტაბური საპროტესტო აქციების გამო შესაძლოა, საგანგებო მდგომაროება გამოაცხადონ.

ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

ქვეყანაში უკვე მესამე კვირაა გრძელდება დემონსტრაციები, რომლის ორგანიზატორებიც საწვავზე ფასებისა და გადასახადების ზრდას აპროტესტებენ.
აქციის მონაწილეებმა გუშინ საფრანგეთის დედაქალაქის ცენტრი დაიკავეს. დამწვარია რამდენიმე ავტომობილი. აქციის მონაწილეები შეეცადნენ ბარიკადები მოეწყოთ. ნიღბიანი მომიტინგეები პოლიციელებს სხვადასხვა საგნებს ესროდნენ და მაღაზიების ვიტრინებს ამსხვრევდნენ.

სამართალდამცავების თქმით, ცნობილია იმ 3000 ადამიანის ვინაობა, ვინც აქციების დროს კანონს არღვევდა.
აქციის დროს დაზიანდა ტრიუმფალური თაღი, რის გამოც ის დროებით დახურეს.
დაშავებულია 110-ზე მეტი მოქალაქე. მათ შორის 20 პოლიციელი. 300 დემონსტრანტი დაკავებულია.