Reuters/Ipsos-ის გამოკითხვის შედეგების თანახმად, დონალდ ტრამპი ჯო ბაიდენს ექვსი პროცენტით უსწრებს
Reuters/Ipsos-ის გამოკითხვის შედეგების თანახმად, დონალდ ტრამპი ჯო ბაიდენს ექვსი პროცენტით უსწრებს. „როიტერის“ ცნობით, ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულმა გამოკითხვამ, რომელშიც 1,250-მა ზრდასრულმა ამერიკელმა მიიღო მონაწილეობა, აჩვენა, რომ დონალდ ტრამპს ამომრჩეველთა 40% უჭერს მხარს, ბაიდენს – 34%, გამოკითხულთა დარჩენილი ნაწილი კი არ არის დარწმუნებული, დაუჭერს თუ არა მხარს რომელიმე კანდიდატს.
გამოკითხვის ცდომილება სამ პროცენტს შეადგენს.
ამასთან, როგორც გამოცემა წერს, გამოკითხულთა 70%-მა აღნიშნა, რომ ბაიდენმა აღარ უნდა მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა, ხოლო 56%, მათ შორის რესპუბლიკელების დაახლოებით მესამედი, აცხადებს, რომ დონალდ ტრამპმა აღარ უნდა იყაროს კენჭი.
გამოკითხულთა სამი მეოთხედი ასევე საუბრობს იმაზეც, რომ ჯო ბაიდენი ასაკოვანია მთავრობაში მუშაობისთვის, ხოლო გამოკითხული ამერიკელების ნაწილი იმავეს ამბობს დონალდ ტრამპზე. საერთო ჯამში, გამოკითხვის თანახმად, გამოკითხულთა უმეტესობა უკმაყოფილებას გამოთქვამს ორივე კანდიდატის მიმართ.