Reuters/Ipsos-ის ახალი გამოკითხვის თანახმად, ტრამპთან შედარებით, კამალა ჰარისის უპირატესობა სამი პროცენტით შემცირდა, გამოკითხვის მიხედვით, ჰარისს 46%, ტრამპს კი 43% აქვს
Reuters/Ipsos-ის ახალი გამოკითხვის თანახმად, კამალა ჰარისის უპირატესობა ტრამპთან შედარებით 3 პროცენტით შემცირდა.
გამოკითხვის მიხედვით, ჰარისს 46%, ტრამპს კი 43% აქვს.
„როიტერის“ ცნობით, გამოკითხვა ონლაინჩატარდა და მასში მონაწილეობა მიიღო 1 272-მა ადამიანმა მთელი ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის 1 076-მა რეგისტრირებულმა ამომრჩეველმა.
ოთხდღიანმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ რესპონდენტებმა ეკონომიკა ქვეყნის წინაშე მდგარ მთავარ პრობლემად დაასახელეს. დაახლოებით 44%-მა განაცხადა, რომ ტრამპს ჰქონდა უკეთესი მიდგომა საცხოვრებელი ხარჯის საკითხის გადაჭრაში, ვიდრე ჰარისს.
ეკონომიკური საკითხების სპექტრიდან, რომლებსაც მომავალი პრეზიდენტი უნდა გაუმკლავდეს, რესპონდენტთა დაახლოებით 70-მა პროცენტმა განაცხადა, რომ საცხოვრებელი ხარჯი იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი, მხოლოდ მცირე ნაწილმა დაასახელა სამუშაო ადგილები, გადასახადები ან „ფინანსურად უკეთ ყოფნა“.
როგორც მედია წერს, ჰარისთან შედარებით, ტრამპს ჰქონდა მეტი მხარდაჭერა ამ საკითხებიდან თითოეულში, თუმცა ამომრჩეველთა 42%-მა ჩათვალა, რომ ჰარისი უკეთესი კანდიდატი იყო ამერიკის მდიდარ და საშუალო ფენებს შორის უთანასწორობის საკითხის გადასაჭრელად. ამასთან, გამოკითხულთა 53% ეთანხმება მოსაზრებას, რომ „იმიგრანტები, რომლებიც ქვეყანაში არალეგალურად იმყოფებიან, საფრთხეს უქმნიან საზოგადოებრივ უსაფრთხოებას“, ამ მოსაზრებას არ დაეთანხმა 41%.