Reuters-ის ინფორმაციით, სტრასბურგში სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ექვსი კი დაშავდა
სტრასბურგში სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ექვსი კი დაშავდა. ამის შესახებ Reuters-ი იუწყება. ცეცხლის გახსნის გამო, ქალაქის ცენტრალური ნაწილი დახურულია.
საფრანგეთის ქალაქის მერი მოსახლეობას სახლებში დარჩენისკენ მოუწოდებს. როგორც ცნობილია, სროლის ხმა ადგილობრივ საშობაო ბაზრობაზე დაფიქსირდა. სხვა დეტალები ჯერ უცნობია.