ჩრდილოეთ კორეა ბირთვულ იარაღს წლის ბოლომდე შეიმუშავებს, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters სამხრეთ კორეელ მინისტრებზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ექსპერტები თვლიან, რომ ჩრდილოეთ კორეას ამისთვის სამი-ოთხი წელი სჭირდება, თუმცა ის იმდენად სწრაფად ავითარებს ბირთვულ შესაძლებლობებს, რომ გამორიცხული არაა ერთ წელიწადშიც მოახერხოს“, – განაცხადეს სამხრეთ კორეაში.