Reuters - ევროკავშირის ლიდერები რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების გახანგრძლივებაზე შეთანხმდნენ
ევროკავშირის ლიდერები ბრიუსელში მიმდინარე სამიტზე რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისა და დონბასში სეპარატისტების მხარდაჭერის გამო, ეკონომიკური სანქციების გახანგრძლივებაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
მედიასაშუალების ცნობით, აღნიშნულ გადაწყვეტილებას ევროკავშირი ოფიციალურად უახლოეს დღეებში დაადასტურებს.
სანქციები კიდევ ექვსი თვით, ანუ 2019 წლის იანვრის ბოლომდე გაგრძელდება. დაწესებული ზომები რუსეთის საბანკო, ფინანსურ და ენერგეტიკულ სექტორებთან თანამშრომლობას ზღუდავს.
რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მოქმედების ვადა ივლისის ბოლოს იწურება.