რესტორან „ქვევრის“ დამფუძნებელი - შეხვედრაზე თანახმა რომ ხართ რეგულაციების ეტაპობრივ შემსუბუქებაზე, გამოდიხართ და ჟურნალისტებს ხედავთ, მერე რა გემართებათ?
რესტორან „ქვევრის“ დამფუძნებელი - შეხვედრაზე თანახმა რომ ხართ რეგულაციების ეტაპობრივ შემსუბუქებაზე, გამოდიხართ და ჟურნალისტებს ხედავთ, მერე რა გემართებათ?

რესტორატორობები ხართ, მეგობრებო და არა პოლიტიკოსები. მე არ ვიცი. ვის რისი ამბიცია აქვს სამომავლოდ, მაგრამ ახლა. ამ მოცემულობაში მაგ ამბიციის მოკვლა მოგიწევთ. მთავარია, ვიხსნებით და დაიძრა უკეთესობისკენ ყველაფერი, – ამის შესახებ რესტორან „ქვევრის“ დამფუძნებელი ლაშა ბასლანძე სოციალურ ქსელში წერს.

„ეს ხალხი გადამრევს. შეხვედრაზე რომ ხარ და ყველაფერი ასე თუ ისე კარგად არის… ლაპარაკობ თანამშრომლობაზე და ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, თანახმა ხარ. ეტაპობრივად მოხდეს რეგულაციების შემსუბუქება და მზად ხარ. ამისთვის ყოველ კვირეული სამუშაო შეხვედრები მოეწყოს… რომ გამოდიხართ და ჟურნალისტებს ხედავთ. მერე რა გემართებათ? ვინმე გაშინებთ. თუ გავალდებულებთ ამ დანევროზებული ხალხის კიდევ დანევროზებას? რესტორატორობები ხართ, მეგობრებო და არა პოლიტიკოსები. მე არ ვიცი, ვის რისი ამბიცია აქვს სამომავლოდ, მაგრამ ახლა, ამ მოცემულობაში მაგ ამბიციის მოკვლა მოგიწევთ. მთავარია, ვიხსნებით და დაიძრა უკეთესობისკენ ყველაფერი. ძალიან მარტივია მთავრობის, ეპიდემიოლოგების ტაქტიკისა და პოლიტიკის გამოცნობა… მთავარია, ნება გქონდეს იმის, რომ გაიგო. დატოვეთ რაღაცა წმინდა და ნუ ჩარევთ რესტორნებს პოლიტიკაში“, – წერს ლაშა ბასლანძე.