რესპუბლიკური საავადმყოფოს სამ პაციენტს კორონავირუსი დაუდასტურდა, – ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა, ლევან გოფოძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
მისივე ინფორმაციით, ახლახანს 14 პაციენტის ანალიზის პასუხები მიიღეს და მათგან სამი კორონავირუსზე დადებითი აღმოჩნდა.
ექიმის თქმით, სამივეს ეპიდისტორია აქვს. გოფოძის განცხადებით, პაციენტები საშუალო ასაკის არიან, მათი მდგომარეობა სტაბილურია, პნევმონია არ აღენიშნებათ.