რესპუბლიკური საავადმყოფოს საკარანტინო ზონაში დღეს 16 მოქალაქე შეიყვანეს
თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს საკარანტინო ზონაში 45 ადამიანი იმყოფება, მათ შორის 16-მა საკარანტინო რეჟიმი დღეს დაიწყო.
რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის, ლევან გოფოძის თქმით, ახალი ჯგუფი, სავარაუდოდ, რომის რეისის მგზავრები არიან.
მისი განცხადებით, ახალი კორონავირუსი რესპუბლიკურში მყოფ არც ერთ პირის არ დაუდგინდა. ასევე ჯერ უცნობია ორ პაციენტის კვლევის შედეგი, რომლებიც რესპუბლიკურიდან ინფექციურში გუშინ გადაიყვანეს.
ამასთან, ლევან გოფოძე ამბობს, რომ ინკუბაციის პერიოდის ამოწურვის გამო რამდენიმე მოქალაქე რესპუბლიკური კლინიკის საკარანტინო ზონას რამდენიმე დღეში დატოვებს.