რესპუბლიკური საავადმყოფოს საკარანტინო სივრცეში მყოფ პირთაგან ერთი არასრულწლოვანია
რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის, ლევან გოფოძის განცხადებით, ამ დროისთვის საავადმყოფოს საკარანტინო სივრცეში 38 ადამიანი რჩება. მისი თქმით, უმეტეს მათგანს კლინიკური ნიშნები არ აღენიშნება, თუმცა რეკომენდაციის გამო, აუცილებელია მათი ორკვირიან კარანტინში დარჩენა.
ლევან გოფოძის განცხადებით, გუშინ რესპუბლიკური საავადმყოფოს საკარანტინო სივრცე 10-მდე ადამიანმა დატოვა, თუმცა საკარანტინო სივრცეს გუშინვე 18 ადამიანი შეემატა. მისივე ინფორმაციით, ყველა მათგანი ქვეყანაში უცხოეთიდან შემოვიდა. აღსანიშნავია, რომ მათ შორის ერთი არასრულწლოვანია.
საავადმყოფოს დირექტორი აცხადებს, რომ ამ დროისთვის საკარანტინო სივრცეში დამატებითი ადგილების შექმნა არ იგეგმება.