რესპუბლიკური საავადმყოფოს ადმინისტრაციამ საკარანტინე სივრცეში მყოფ ქალ პაციენტებს 8 მარტი მიულოცა
რესპუბლიკური საავადმყოფოს ადმინისტრაციამ საკარანტინე სივრცეში მოთავსებულ ქალ პაციენტებს 8 მარტი მიულოცა.
მათ ყვავილები საავადმყოფოს კლინიკურმა და გენერალურმა დირექტორებმა გადასცეს.
„საინტერესო დამთხვევა მოხდა. 26 პაციენტი გვყავს და აქედან 13 ქალბატონია, 13 კი მამაკაცი. ჩვენ გვინდა, რომ ჩვენს ქალბატონებს მივულოცოთ დღევანდელი დღე და ვუსურვოთ ჯანმრთელად ყოფნა. სიმბოლურად მოვინდომეთ, რომ გადავცეთ მათ ეს ყოჩივარდები. ვულოცავ ყველას, ექიმებს, ექთნებს, პაციენტებს. ყველაფერს უნდა შევხედოთ პოზიტიურად, ხვალინდელი დღე არის წარმატების დღე“,- განაცხადა რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა, დევი ტაბიძემ.
ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რესპუბლიკურ საავადმყოფოში დღეს 26 პაციენტი იმყოფება, საიდანაც 13 ქალია.
ექიმების განცხადებით, ყველა მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.