რესპუბლიკური საავადმყოფოდან კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულ ორ პაციენტს გაწერენ, კლინიკას დღეს ახალი კოვიდინფიცირებული არ ჰყავს
რესპუბლიკური საავადმყოფოდან კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულ ორ პაციენტს გაწერენ, კლინიკას დღეს ახალი კოვიდინფიცირებული არ ჰყავს

რესპუბლიკური საავადმყოფოდან დღეს „კოვიდ-19″-სგან გამოჯანმრთელებულ ორ პაციენტს გაწერენ. ახალი კოვიდინფიცირებული კი, კლინიკას ამ დროისთვის არ ჰყავს.

რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობას 36 კოვიდინფიცირებული განაგრძობს, რამდენიმე მათგანს მწვავე პნევმონია აქვს, თუმცა ამ ეტაპზე არც ერთს ხელოვნური სუნთქვის აპარატი არ ესაჭიროება.

„რესპუბლიკურ საავადმყოფოში ამჟამად 64 პაციენტია, აქედან 38 არის კოვიდდადასტურებული, რომელებიდანაც ორი გამოჯანმრთელდა და დღეს გავუშვებთ კარანტინში. რაც შეეხება დანარჩენი პაციენტების მდგომარეობას, ძირითადად ყველას მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, რამდენიმე პაციენტი პნევმონიით საყურადღებოა. პნევმონიით ორი ასაკოვანი პაციენტია და ერთ-ერთი განსაზღვრული კარდიოვასკულარული პრობლემებითა, მაგრამ მისი მდგომარეობაც დამაკმაყოფილებელია. ჯერ არც ერთს არ სჭირდება მართვითი სუნთქვა“, – განაცხადა კლინიკის ხელმძღვანელმა, ლევან გოფოძემ.

ამასთან, ახალ კორონავირუსზე კვლევა რესპუბლიკურ კლინიკაში 17 პირს ჩაუტარდება, სამ პაციენტთან მიმართებაში კი, განმეორებითი ტესტის პასუხს ელოდებიან.