რესპუბლიკური საავადმყოფო დღეს ერთმა გამოჯანმრთელებულმა დატოვა, კლინიკაში მყოფი 17 კოვიდინფიცირებული მკურნალობს
ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის (რესპუბლიკური საავადმყოფო) კლინიკური დირექტორის, დევი ტაბიძის ინფორმაციით, საავადმყოფოში ამ დროისთვის სულ 32 პაციენტია მოთავსებული, რომელთაგან 17 კორონავირუსით ინფიცირებულებულია.
მისივე განმარტებით, ინფიცირებულთაგან შვიდი კლინიკის თანამშრომელია.
ერთმა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა დღეს საავადმყოფო დატოვა.
„ერთი პაციენტია მძიმე. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. დღეს ჩატარდა ტესტირებები როგორც თანამშრომლების, ასევე პაციენტების. ერთი გამოჯანმრთელება გვაქვს. ხვალისთვისაც ველოდებით ტესტებს და ვნახოთ, რა რაოდენობის გამოჯანმრთელებული პაციენტი გვეყოლება“, – განაცხადა დევი ტაბიძემ.