რესპუბლიკური პარტია სომხეთის პრემიერის პოსტზე ნიკოლ ფაშინიანს მხარს არ დაუჭერს
სომხეთის რესპუბლიკური პარტიის საპარლამენტო ფრაქცია ოპოზციის მიერ წარდგენილ კანდიდატ ნიკოლ ფაშინიანს პრემიერ-მინისტრის არჩევნებში მხარს არ დაუჭერს. ეს განცხადება მმართველი პარტიის საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე ვაგრამ ბაღდასარიანმა გააკეთა.
„გუშინ ფრაქცია ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა. მიღებული შთაბეჭდილების ფონზე, ფრაქციამ გადაწყვეტილება მიიღო – ჩვენ მივიღეთ და ვიღებთ ქვეყნის დემოკრატიულ კურსს, მაგრამ ხმას წინააღმდეგ მივცემთ“, – განაცხადა ბაღდასარიანმა.
მმართველ რესპუბლიკურ პარტიას პარლამენტში 105-დან 58 მანდატი აქვს.