რესპუბლიკურ საავადმყოფოში საკარანტინო ზონებიდან ხუთი კოვიდინფიცირებული პაციენტი შეიყვანეს
რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, დევი ტაბიძის ინფორმაციით, კლინიკაში საკარანტინო ზონებიდან დადასტურებული „კოვიდ 19“-ის დიაგნოზით ხუთი ახალი პაციენტი შეიყვანეს.
„კლინიკაში არის სულ 58 პაციენტი, აქედან კოვიდინფიცირებულებული არის 40. რეანიმაციაში არის 20 პაციენტი, აპარატზე არის მხოლოდ ერთი პაციენტი.
ამასთან, ჩატარდა 15 ტესტი და ყველაზე მოვიდა უარყოფითი პასუხი, თუმცა საკარანტინო ზონებიდან დაგვემატა ხუთი ახალი კოვიდინფიცირებულებული. ისინი კლინიკაში, საღამოს შემოვიდნენ. კლასტერებზე ჩვენ აღარ ვამახვილებთ ყურადღებას, რადგან სულ არის 12-13 კლასტერი და ამას ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა არ აქვს, ეს არის ეპიდემიოლოგების საქმე.
ახალი პაციენტების მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. ძველი პაციენტებიდან ყველას მდგომარეობა, გარდა რეანიმაციაში მოთავსებულებისა, არის საშუალო სიმძიმის. ჯერ არ ვიცით, ხვალ რამდენი დატოვებს კლინიკას, დილით გახდება ცნობილი“, – განაცხადა დევი ტაბიძემ.
საქართველოში ამ დროისათვის კორონავრუსის 647 შემთხვეაა დადასტურებული.